ახალი ამბები
სოხუმისთვის მოსკოვიდან მიწოდებული ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადი იწურება, - მედია
2025 წელს სოხუმს ისევ გააგრძელებს ელექტროენერგიის საბაზრო ფასებში შესყიდვას, დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ ტელეგრამის არხები იუწყებიან.
ამავე ცნობით, რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის უფასო ნაკადი თითქმის ამოწურულია.

5 მარტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალარჩეულ „პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას კრემლში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს უფასო ელექტროენერგია 15 აპრილამდე მიაწოდა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა აფხაზური ტელევიზიის ეთერში.

„2024 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით რესპუბლიკამ ელექტროენერგია შეისყიდა რუსეთის ფედერაციაში კომერციული ფასებით; ამ მიზნებისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით 600 მილიონი რუბლი გამოიყო. 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 7 თებერვლამდე რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების სახით 327 მილიონი კვტ/სთ უზრუნველყო, ხოლო ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მოქმედებდა ექვსსაათიანი მოძრავი გრაფიკი“, - წერდა რუსული „ტასს“.

ამავე ცნობით, 7 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა „რუსეთსა და აფხაზეთს შორის დამატებითი 182 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მიღების შესახებ შეთანხმების შემდეგ“. ხელშეკრულების ამოქმედება, მოხერხდა იმ ფინანსები ხარჯზე, რომელიც მოსკოვმა სოხუმზე სოხუმს 2024 წელს არ გასცა.

უფრო ადრე, 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.