"პატრიოტების" საჩუქარი დაბრუნებულია - ხატი აფხაზებმა ენგურის ხიდთან დააბრძანეს
აფხაზმა აქტივისტებმა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ნაჩუქარი ღვთისშობლის ხატი, რომელიც ილორში იყო დაბრძანებული, ენგურის ხიდამდე მიაბრძანეს. ხატი ამ დრომდე საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. როგორც ისინი ამბობენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა დაბრუნებული ხატის საქართვეოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე გადაბრძანება თვითონ უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, აფხაზეთში ამბობენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი და ის მხოლოდ ნაბეჭდი მასალაა.

მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება "აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც" გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.