ახალი ამბები
„მწვანე ალტერნატივა“: ბანკებმა EBRD-მა და EIB-მა ნენსკრაჰესის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო. პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს. ამის შესახებ ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" სტატიაში ვკითულობთ:

საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებელების – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.

აღნიშნული პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების[2] შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network-ი.

დათო ჭიპაშვილი, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი: “გასაჩივრების მექანიზმების დასკვნები ცალსახად აღიარებს იმ დარღვევებს და შეუსაბამობებს, რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის მომზადების პროცესში და, რის შესახებაც, საუბრობდნენ ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმასაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ არის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების გარანტი. ამისი ნათელი მაგალითებია შუახევისა და დარიალის ჰესები, მწარე გამოცდილებით, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანკები, თუმცა ამან პროექტების საიმედოობა ვერ უზრუნველყო. ნენსკრა ჰესის ირგვლივ ამდენი დამტკიცებული დარღვევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს”.

ლილე ჩხეტიანი, სვანეთის მკვიდრი, საჩივრების ერთ-ერთი ავტორი: “ეს დასკვნები, რაც ჩვენს საჩივრებს და გამოძიებას მოჰყვა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, მაგრამ მას ყოვლეთვის აქვს აზრი. ჩვენ ჩვენი გარემო მცირე ზიანისთვისაც კი არ გვემეტება, არა თუ იმ რისკებისთვის, რაც საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების ორგანოების დასკვნებში წერია. მოსახლეობის თვალწინ ბევრი რამ მომხდარა, ამ საფრთხეებს ჩვენ -, მოსახლეობა, ისედაც ვხედავთ ყოველდღიურად, რაც არ უნდა შელამაზებულად იყოს ისინი ჩაწერილი საპროექტო დოკუმენტაციებში“.

გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა ნენსკრა ჰესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.

ნენსკრა ჰესის შესახებ

ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთივს 150 მილიონი ა.შ.შ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD-ი – 214 მილიონი ა.შ.შ დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივი პროექტი, 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესი ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური იქნება. თუ განხორციელდა, ის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთის მოსახლეობას

წლებია, პროექტს აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მის ფინანსურ რისკებზე სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ორი წლის წინ, ნენსკრა ჰესი მოულოდნელად დატოვა მთავარმა კონტრაქტორმა – საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-მ. 2019 წელს მედიაში გაჟონა ნენსკრას შესახებ მთავრობასა და პროექტის მშენებლებს შორის დადებული, იქამდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალებმა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 60 მილიონით აზარალებს.

გასაჩივრების მექანიზმების შესახებ

საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების მექანიზმები განიხილავს და წყვეტს, თუ რამდენად შეესაბამება ამ ბანკების მიერ დაფინანსებული პროექტების სტანდარტები მათსავე უსაფრთხოების პოლიტიკას გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გასაჩივრების მექანიზმია ბანკისგან დამოუკიდებელ ორგანო – “პროექტის ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმი“, ანუ IPAM-ი. ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკში (EIB) ფუნქციონირებს „საჩივრების მექანიზმი“ - CM-ი. სწორედ ამ ორმა ორგანომ გამოიძია ნენსკრა ჰესის პროექტი", - წერია სტატიაში.

ამავე თემაზე:

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,
პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 228 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 148 პაციენტი,
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / დეკემბერი 2020
ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" 2020 წლის ლაურეატი კატეგორიაში "მხატვრული ლიტერატურა - პოეზია" ზუგდიდელი გიორგი შონია გახდა.
01 / დეკემბერი 2020
2020 წლის "წინანდლის პრემია" თეატრალური ხელოვნების კატეგორიაში რეჟისორმა დავით თურქიაშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია "წინანდლის პრემიის" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
01 / დეკემბერი 2020
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2020 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.