ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა (ვიდეო)
19:36 / 10.11.2015
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა, მათ
ეზოში მხოლოდ მცირე ზომის ხის ფიცრული დარჩათ. ჩამონგრევის
შედეგად სახლი მთლიანად მოწყდა საძირკველს, დაზიანდა სახურავი და
შენობის კედლები. ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა
კატეგორიას მიეკუთვნება. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს,
5 მცირეწლოვანი ბავშვიდან კი ერთ-ერთი მძიმედაა დაავადებული და
თბილისში მკურნალობს. მომხდარს ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გურგენ
სართანია გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, დაზარალებული ოჯახის
დასახმარებლად ადგილობრივი მთავრობა მზადაა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები