ვინ არის ზუგდიდის თოვლიან ქუჩებში მოსეირნე ბაბუ (ვიდეო)
18:37 / 30.01.2017
ზუგდიდელი კუკურ შონიას ველოსიპედით თოვლიან
ქუჩებში სეირნობის ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. "ფეისბუქის"
მომხმარებლები იმან გააოცა,
რომ მამაკაცს მხოლოდ შორტები ეცვა, წელს ზემოთ კი
შიშველი იყო.
როგორც აღმოჩნდა, 66 წლის კუკური შონიასთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
იგი ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს. თავად ამბობს, რომ ეს მას
შემდეგ დაიწყო, რაც 1985 წელს პოლ ბრეგის წიგნი „შიმშილობის სასწაული“
წაიკითხა.
დილის 7 საათზე იღვიძებს, დღის განმავლობაში მუშაობს, საკვებს დღეში
მხოლოდ ერთხელ იღებს. კვირაში ერთხელ კი განტვირთის დღეს იწყობს და
მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამს.
ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელია და ეს მისი ცხოვრების სტილის
დამსახურებაა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები