ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი სამეგრელოს მთავრების უამრავ პირად ნივთთან და ხელოვნების
ნიმუშებთან ერთად მათ ტრადიციებსაც ინახავს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია კი დადიანების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება. მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია გვიყვება, რომ დადიანები ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ტრადიციულად აღდგომას კარის ეკლესიაში ხვდებოდნენ, მოგვიანებით კი სასახლეში დიდი სუფრა იშლებოდა, რომლის მთავარი ატრიბუტი სწორედ ფაიფურის მოხატული კვერცხები იყო.
„ეს კვერცხები შეკვეთით არის დამზადებული. როგორც ხედავთ, სხვადასხვა ნახატითაა გაფორმებული. შესაძლოა, ბიბლიური სცენებიც ყოფილიყო მათზე აღბეჭდილი, თუმცა, ჩვენამდე მხოლოდ ამ ფაიფურის ექვსმა კვერცხმა მოაღწია. მათ დადიანები ამზადებინებდნენ საგანგებოდ ორი მიზნით, პირველ რიგში იმისთვის, რომ სააღდგომო სუფრაზე სწორედ მათზე დაენთოთ სანთელი და ასევე იმის გამო, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ეჩუქნათ. ასე იყო სხვა ნივთების შემთხვევაშიც“, - გვითხრა ბერაიამ. დადიანების სასახლეში სააღდგომოდ ხშირად გამორჩეულად ბევრი სტუმარი იყრიდა ხოლმე თავს. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე, რომელიც 1848 წელს დადიანებმა დაპატიჟეს. ის ეკლესიაში სააღდგომო წირვასაც დაესწრო და სუფრაზეც იმყოფებოდა. „როგორი იყო თვითონ სასახლეში სააღდგომო სუფრა აღდგომას, ამაზე გვიყვება ის ჭურჭელი, რომელიც მაშინ იშლებოდა. მათი უმეტესობა სახელობითია და მთავრების ინიციალები და გვირგვინია აღნიშნული. ისინი ყველა ტრადიციას იცავდნენ, მათ შორის, ამასაც“, - ამბობს ლილი ბერაია. მუზეუმის ადმინისტრაციამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ აღდგომის მოახლოებისას ერთ-ერთ დარბაზში, სასადილო მაგიდაზე სწორედ ფაიფურის ჭურჭლებითა და შემორჩენილი ფაიფურის კვერცხებით სუფრა გაეშალათ, რომ დამთვალიერებლებს წარმოდგენა ჰქონოდათ, დაახლოებით, როგორ აკეთებდნენ ამას მეცხრამეტე საუკუნები დადიანები. წელს ამ დარბაზში დამთვალიერებლები ფაიფურის ნივთებს მოხლოდ ვიტრინაში ნახავენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჭერის ჩამოვარდნის შედეგად მაგიდისა და ინვენტარის ნაწილი დაზიანდა. ლილი ბერაია ამბობს, რომ ამ ადგილზე მათი გამოტანა ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები