მულტიმედია
რა პირობებში ცხოვრობენ ხეთაში ჩასახლებული დევნილები (ფოტო, ვიდეო)
ზუსტად 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟუჟუნა  შულაია ოჯახის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან  ბათუმში გემს ჩამოჰყვა. ახლა 78 წლისაა და ხეთაში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობის ერთ-ერთ ბინაში მარტო ცხოვრობს.  სოხუმელი ჟუჟუნა ბებო ამბობს, რომ მისი ყოველი დღე არსებობისთვის ბრძოლაა და ის ჯოჯოხეთს ჰგავს. იმის გამო, რომ მთელი ზაფხული წყალი არ მიეწოდებოდა, ან მეოთხე სართულამდე არ აღწევს, წყლის ამოტანაც ხშირად თავად უწევს.

“26 წელია გაძაღლებული ცხოვრება მაქვს. არც მაქვს რამის იმედი, დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია. ამოსვლის მერე ერთხელაც აღარ წავსულვარ  ჩემს სახლში, რამდენი ხანია და აქაც ისეთი ყოფა მაქვს, ჯოჯოხეთია ნამდვილი, მაგრამ უნდა გავძლო, სხვა რა გზაა?“, - ამბობს ჟუჟუნა ბებო.

უწყლობა, მოუწესრიგებელი კანალიზაცია, ნესტიანი კედლები და დაზიანებული სახურავი მხოლოდ ჟუჟუნა ბებოს არ აწუხებს. ჩასახლებაში სულ 20 ოჯახი ცხოვრობს. თითქმის, ყველა ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს. დედები გვიყვებიან, რომ მათი შვილები მუდმივად გაციებულები არიან და შიშობენ, რომ ასეთ პირობებში ცხოვრება მათ ჯანმრთელობას  საფრთხეს უქმნის.

„ძალიან რთულია ასეთ პირობებში ცხოვრება, მით უმეტეს,  ბავშვების გაზრდა. ზაფხულობით აქ მწერები და ქვეწარმავლები მრავლდებიან, გვეშინია, ბავშვებს რამე არ დაემართოთ. წვიმის დროს ოთახებშიც წვიმს, რემონტს აზრი არ აქვს, ფუჭდება ყველაფერი“, - ამბობენ ისინი. ოთახის კარები დაკეტილი თუ არ გვაქვს პირუტყვიც შემოდის“, - ამბობს მარიამ დავლიანიძე.

დევნილებს, რომელთაც ჩვენ შევხვდით, ამ შენობებში ცხოვრება არ სურთ და არც ფართის დაკანონებაზე არიან თანახმა. მათთვის მთავარია ნორმალურ პირობებში ყოფნა შეძლონ.

„ცვივა ყველაფერი ისეთი ნესტია, რემონტიც უხარისხოდ არის გაკეთებული. კანალიზაციის მილები იატაკის ზევით გადის, რაც დამატებით პრობლემას გვიქმნის. აქ არ ღირს ცხოვრება. გვინდა ნორმალურ სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ“, თქვა მადონა ბუკიამ.

ხობის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ხობის წყალმომარაგების დირექტორის“ ზაზა ნარსიას მტკიცებით, წყლის პრობლემა დევნილების საცხოვრებელში უკვე გადაჭრილია და ეს წყალი სასმელადაც ვარგისია. რაც შეეხება კანალიზაციის მუდმივ პრობლემას, ნარსიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ისინი პროექტზე მუშაობენ და დევნილებს მალე ეს საკითხი არ შეაწუხებთ.

„მთავარია, რომ თვითონაც დაგვეხმარონ და პატარა პრობლემები, რაც შიგნით, ოთახებშია, თავად მოაგვარონ. შენობის გარეთ კი სამუშაოებისთვის პროექტი მზადდება. ხარჯთაღრიცხვას ვაწარმოებთ და ვნახავთ, დაგვჭირდება თუ არა ტენდერის გამოცხადება“, - დასძინა ნარსიამ.

დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ 2011 წელს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, ახლა კი  დევნილებს მოუწოდებს, ამხანაგობა შექმნან და შესაბამის უწყებაში განცხადება შეიტანონ.

„თუ შემოვლენ განცახდებით, ვიმუშავებთ ამ საკითხზე და შესაძლოა, მაგალითად, თანადაფინანსებით, გარემონტდეს ოთახები, სახურავი. ჩვენ ვიცით ამ პრობლემის შესახებ. რაც შეეხება ფართების დაკანონებას, ნაწილს ნამდვილად სურს ფართის დაკანონება“, - გვითხრა ჩილაჩავამ.

მანამ, სანამ ხობის მერიაში კანალიზაციის პროექტზე მუშაობენ ან დასახლებაში ამხანაგობას ჩამოაყალიბებენ, ხეთის ყოფილი პროფტექნიკუმის დასახლებაში  მცხოვრებ  65-მდე ადამიანს, მათ შორის, 25 ბავშვს ცხოვრება დევნილობის გაუსაძლის პირობებში მოუწევს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.