ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კორონავირუსის გამო გადაიდო
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც 31 მარტს - 1 აპრილს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება თანათავმჯდომარეებმა გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო მიიღეს.

16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება СOVID - 19- ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს".

"თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან, რათა ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ". ", – ნათქვამია რელიზში.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, ისინი "ყურადღებით დააკვირდებიან СOVID - 19 - თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და უახლოეს მომავალში დისკუსიების 51-ე რაუნდის გასამართად საჭირო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ".

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოდან, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება, ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით, რათა მაქსიმალურად მოხდეს დაცვა პანდემიისგან.
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.
კორონავირუსი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ.
საქართველოში ახლაი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი გუშინ გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / სექტემბერი 2020
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ამის შესახებ "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს
23 / სექტემბერი 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარობისთვის აბაშაში, მარტვილში,
23 / სექტემბერი 2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.