მულტიმედია
საახალწლო გამოწვევა ზუგდიდელი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო. იდეის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი და ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ციცინო შენგელიაა. როგორც ის ამბობს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ბიზნესი, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და სხვა მეწარმეები დააზარალა. ციცინო მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საახალწლო საჩუქრები, სწორედ ადგილობრივი ოსტატებისგან შეიძინონ. 

ფოტო: ციცისგან • by Tsitsi

"ახალ წლამდე 1 თვე დარჩა. პანდემიის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ვეცდებით კარგი განწყობა შევუქმნათ საკუთარ თავს და ახლობლებს. ყველა რიტუალის წესის დაცვით ახალ სათამაშოს ან რაიმე საჩუქარს ვიყიდით მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის. სწორედ აქ მინდა გაითვალისწინოთ ადგილობრივი რეწვის ოსტატები და მათი ნამუშევრები, საჩუქრები შეიძინოთ მათგან. ყველამ თითო ნივთი რომ იყიდოთ, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ პანდემიის პერიოდში, ხელს შეუწყობთ ადგილობრივ მეწარმეობას. ​ეს იქნება ყველაზე დიდი სოციალური აქცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატვა", - წერს ციცინო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს ყველას, რომ საჩუქრის ყიდვასთან ერთად, სოციალურ ქსელში მეგობრებიც გამოიწვიონ. 

მომხმარებლისთვის საახალწლოდ სასაჩუქრე იდეების შეთავაზება უკვე დაიწყო ზუგდიდში არსებულმა ხელნაკეთი ნივთების საწარმომ "ტატური". მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო კემულარია ონლაინ კამპანიის იდეას მიესალმება და ამბობს, რომ ახლა, ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფოტო: Taturi / ტატური

"პირადად მე ვგეგმავდი ზოგ მაღაზიაში განმეთავსებინა საახალწლო თემატიკის ნაკეთობები, თუმცა, ფაქტობრივად, ყველაფერი დაიხურა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ სოციალური ქსელის დახმარებით მოვაწყოთ მეწარმეებმა ერთობლივად საახალწლო ბაზრობა. ციცის ინიციატივა მომეწონა. აი მაგალითად "Secret Santa"-ს ჩელენჯია მოდაში ჩვენთან და ადგილობრივი ნაწარმი რომ შეიძინონ არ იქნება ურიგო. ხელშეწყობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეგმენტისთვის. ელემენტარული ჯაჭვური ქმედება იქნება, ბიძგი და სტიმული მეწარმეებისთვის", - გვითხრა ნინომ.

ვიდეო: Taturi / ტატური

საახალწლო სათამაშოები, დეკორაციები, სამკაულები - "მალოს ხელნაკეთი სუვენირების" სახელოსნოშიც დიდი ხანია სადღესასწაულო ფუსფუსია. ოსტატი შეკვეთებს 5 წლის შვილთან ერთად ამზადებს. ემილი "სამსახურს" გაორმაგებული პასუხისმგებლობით ეკიდება. 

ფოტო: Malo Handmade - ხელთნაკეთი სუვენირები

"ჩვენთვის, რეგიონის მეწარმებიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წლების განმავლობაში დიდი შრომის შედეგად შენარჩუნებულმა ჩვენმა საქმიანობამ, სახელოსნოებმა არსებობა გააგრძელონ ამ პანდემიის დროს. ეს მაშინ, როცა ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედაც რომ ჩვენს მიერ შექმნილი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხაა. ძალიან სწორი არის ციცის წამოწყება, რომ ადგილობრივმა საჯარო სექტორმა, ასევე ბანკებმა და სხვადახხვა ორგანიზაციებმა სწორედ ჩვენივე რეგიონში დამზადებული ნივთებით გაუკეთონ ერთმანეთს საჩუქრები. მე პირადად რამოდენიმე მაღაზიაში ვყიდდი პანდემიამდე malo handmade-ის პროდუქციას, თუმცა კოვიდის გამო აქსესუარების არცერთი მაღაზია ნორმალურად არ ფუნქციონირებს. ამიტომაც დამოკიდებული ვართ მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე. თუ ერთმანეთის გვერდით დავდგებით ასეთ რთულ პერიოდში, მჯერა, ესეც გადაივლის და ფეხზე მყარად ვიდგებით", - მიიჩნევს მალო კოტუა.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში, მათ შორის კი ზუგდიდშიც სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი. თვითდასაქმებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, მთავრობა მათ საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.