მულტიმედია
"ფუსფუსი" - პანდემიით შთაგონებული სამზარეულოს აქსესუარები (ფოტო/აუდიო)
მონიკა ჭანკვეტაძე აღმოსავლეთმცოდნეა, სპეციალობით - ირანისტი. კარანტინის დროს სხვების მსგავსად მანაც სცადა, ახალი ჰობი გაეჩინა, თუმცა ბევრისგან განსხვავებით, მონიკამ ეს ჰობი მალე მცირე ბიზნესად აქცია. სამზარეულოში საქმიანობა ხშირად უწევდა, მისთვის სასურველი აქსესუარები კი პანდემიის გამო ვეღარსად იყიდა, ამიტომ გადაწყვიტა, ისინი თავად შეექმნა.

"თავიდან ჩემთვის მინდოდა ეს ყველაფერი, მერე აღმოვაჩინე რომ ირგვლივ ბევრი ეძებდა განსხვავებულ და ლამაზი სამზარეულოს აქსესუარებს. ძალიან მომწონს, როდესაც ქალებიც და კაცებიც ესთეტიკურად გამოიყურებიან სამზარეულოში და მინდოდა მათ გალამაზებაში ჩემი წვლილი შემეტანა", - გვიყვება მონიკა.პირველივე წინსაფარმა მისი მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მალე მიხვდა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის დაწყებული საქმის შედეგი მეგობრების გარდა, სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინა. რაც კი სამზარეულოს, დიზაინს, კერვას ეხებოდა ყველაფერი წაიკითხა, შეისწავლა, დაგეგმა, მარკეტინგზეც იფიქრა და ცოტა ხნის წინ ფეისბუკსა და ინსტაგრამზე მისი ახალი გვერდი გამოჩნდა, სახელწოდებით "ფუსფუსი".

"სახელწოდება მინდოდა ყოფილიყო, პოზიტიური, მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და რაც ყველაზე მთავარია, ქართული"
, - ამბობს ის. მონიკა გვიყვება, რომ მისი ნამუშევრები მათთვისაა, ვისაც სამზარეულოში კომფორტულად ფუსფუსი და აღმოჩენები უყვარს."ფუსფუსი" მოკლე დროში პოპულარული გახდა და სამზარეულოს აქსესუარები სამეგრელოს გარდა თბილისში, ბათუმში და რუსთავშიც გაიყიდა.

"გამოჩენისთანავე ძალიან დადებითი კომენტარები წამოვიდა, რა მაგარია, ძალიან სასიამოვნოა რომ არის ქართული, კარგი ხარისხია, გვწერდნენ პროდუქტის შეძენის შემდეგ. ყველაზე ხშირად მოთხოვნადია გრავირებული წინსაფრებია, მომხმარებელს სურს გაიტანოს თავისი სახელი, საყვარელი ფრაზა, სასურველი შრიფტი", - ამბობს მონიკა.

გვიხსნის, რომ ეს საქმე დაღლასაც ავიწყებს და ყოველდღიურ რუტინასაც პროდუქციის დიზაინის შესაქმნელად დაახლოებით ორი დღე სჭირდება, სანამ სამზარეულოს აქსესუარები შეიკერება, ჯერ ფურცელზე ხატავს. ექსპერიმენტების არ ეშინია, დახატული მოდელი კი შეიძლება კერვის პროცესში შეიცვალოს. მისი თქმით, მისი მიერ შექმნილი წინსაფრები ხარისხიანი, ორიგინალური და ინდივიდუალურია, მასალისთვის კი 100 %-ან ბამბას, ტილოს, სინტიფონს და ვაფლის ნაჭრებს იყენებს. პროდუქციის ფასი კი 55 ლარიდან 85 ლარამდე მერყეობს.

"ჯერ ვხატავ, ფერები ერთმანეთის გადათამაშებით იქმნება, შესაკრავი რა ფერი უნდა იყოს, ჯიბე როგორი, რა ზომა უნდა იყოს, ზედა ან ქვედა მხარე რა ფერის უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველა წინსაფარი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეს პროდუქტი იქმნება ინდივიდუალურად. შეუძლიათ, გააკეთონ თავიანთი სასურველი პრინტი, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, გურმანებისთვის, ვისაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და სიამოვნებს მორთული სამზარეულო, საჭირო აქსესუარებით. განსაკუთრებით მოსწონთ, რომ ქართულია, მათ სურვილზეა მორგებული. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი იდეების და სურვილების როგორი შიძლება იყოს მათთის სასურველი წინსაფარი", - გვეუბნება მონიკა.

თავიდან ვერც იფიქრებდა, მის მიერ შექმნილი სამზარეულოს აქსესუარები ასე მოთხოვნადი გახდებოდა. საქმეში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, დეიდა და ბიძაშვილი მოდელები არიან, მისი და კი ფოტოგრაფია.

"რაღაცნაირად ოჯახურად ვიღებთ ამ სურათებს ჩვენივე სამზარეულოში და ვფიქრობ, რომ კარგი კონტენტი შეიქმნა. ლამაზი და ესთეტიკური გამოვიდა ეს ყველაფერი".

პანდემიის მეორე ტალღის დროს ახალი საქმის პარალელურად ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ისწავლა და USAID YES Georgias საინვესტიციო კომიტეტის მიერ დაფინანსებაც მოიპოვა.

მონიკა წამოწყებულ საქმეს ოპტიმიზმით უყურებს. მალე საკერავი მანქანის შეძენას და კერვის პროფესიონალურ დონზე შესწავლას აპირებს. მის გეგმებში ასევე შედის ბიზნესის გაფართოება და ისეთი სივრცის მოწყობა, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ყველა აქსესუარს ერთად მოუყრის თავს.

"როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, მინდა გავაკეთო ისეთი სივრცე, სადაც ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი იქნება და სადაც იქნება სამზარეულოსთვის საჭირო ყველა აქსესუარი. ასევე, მინდა დავამატო ხის პროდუქცია"



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
11 / დეკემბერი 2024
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
11 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რესპუბლიკა "მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.