მუხურის მღვიმეში 30 წლის შემდეგ სპელეოლოგები პირველად ჩავიდნენ (ფოტო/აუდიო)
15:08 / 18.02.2021
სპელეო კლუბის "Caving Georgia" წევრები სადაზვერვო ექსპედიციით მუხურის მღვიმეში ჩავიდნენ. მყვინთავების გუნდმა აქამდე ცნობილი ოთხი სიფონიდან (გუბურა) სამი წარმატებით გაიარეს.
სპელეოლოგების შეფასებით, 900 მეტრიან მღვიმეში ულამაზესი სანახაობა დახვდათ. ისინი გამოქვაბულის მაქსიმალურად შესწავლას გეგმავენ. მუხურის მღვიმე
კლუბის წევრების თქმით, მღვიმე 15 მეტრიანი ჩანჩქერის მიღმა არასოდეს გამოკვლეულა და ისინი ზაფხულში სწორედ ამ ადგილის მონახულებას გეგმავენ. მუხურის მღვიმე
"მოლოდინი გვაქვს, რომ ჩანჩქერის მიღმა კიდევ გრძელდება მღვიმე. რადგან წყალი გადმოდის შეიძლება იყოს სიფონები და დარბაზები. ზოგადად სამეგრელოს მიწისქვეშეთი ძალიან საინტერესოა, მათ შორის, ჩხოროწყუს მღვიმეები. ჩვენი ინფორმაციით, მუხურის მღვიმეში ბოლო 30 წლის განმავლობაში მეორე სიფონის მიღმა არავინ ყოფილა. წყალგამტარ გადასასვლელში, რომელიც წყლით იყო სავსე, აღმოვაჩინეთ მყვინთავების წონა, რომელიც 1991 წელს ჩასულ ერთ – ერთ მყვინთავს უნდა ეკუთვნოდეს", - გვითხრა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შორენა ტატიშვილმა.
მუხურში კლუბის წევრებს ადგილობრივმა სპელეოლოგმა იგორ ფიჩხაიამ უმასპინძლა.
მისი თქმით, ჩხოროწყუში 20-მდე მღვიმეა და მათი დიდი ნაწილი შესწავლილი არ არის. სპელეოლოგი თვლის, რომ ამ მღვიმეების გამოკვლევას ტურიზმის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "Caving Georgia"-ს წევრები
"Caving Georgia"-ს წევრებს მღვიმეების სიყვარული აერთიანებთ. მათ ექსპედიციები გართობის დონეზე დაიწყეს, თუმცა ახლა უკვე, როგორც კლუბში ამბობენ, საქმეს პროფესინალურად უდგებიან და რთულ მღვიმეებსაც იკვლევენ. ისინი ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობენ.
გამოქვაბული პირველად, ადგილობრივი სპელეოლოგის იგორ ფიჩხაიას მხარდაჭერით, ცნობილი მყვინთავების გუნდმა (ვიქტორ კომაროვი, ვლადიმერ კისელიოვი, ალექსეი შუმსკი) 1991 წელს გამოიკვლია.
ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 7 823 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. აქედან 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 82 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 12 თებერვლიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა.
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რა თემაზე მსჯელობენ ისინი, თუმცა სავარაუდოდ საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხება,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები