მულტიმედია
პანდემიის გამო სახლში ჩაკეტილი 8 წლის ანასტასიას ხელსაქმის ამბავი (ფოტო/ვიდეო)
მეორეკლასელმა ანასტასია გვაჯაიამ მთელი წელი ძირითადად სახლში გაატარა. ჯერ ტილოზე ხატავდა, მერე ფაზლების აწყობით ერთობოდა, ცოტა ხანში კულინარიაშიც ,,გაიწაფა’’ და ბებიამ საყვარელი პიცის მომზადება და ორცხობილების გამოცხობა ასწავლა. შემდეგ მძივების აწყობით დაინტერესდა და ეს ძალიან სახალისო და საინტერესო გასართობი მალე შემოსავლის წყაროდ იქცა.

უკვე სამი თვეა, აქსესუარებისთვის თვითონ არჩევს ფერებს, დიზაინს და ამზადებს საყურეებს, სამაჯურებს და ყელსაბამებს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე უკეთ იყიდება მრავალფეროვანი მძივებისგან შექმნილი სამაჯურები, რომელთა ფასიც 3 - დან 5 ლარამდეა.

,,დაახლოებით 50-მდე სამაჯური მექნება გაყიდული, ზოგჯერ საკანცელარიო და საოფისე ნივთები სადაც იყიდება იქ ვაბარებ, ზოგჯერ ონლაინ ვყიდი. დედიკოს ფეისბუკზე ვდებ სთორებს, იქიდან მოწონებები აქვს, შეკითხვებს სვამენ. მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და მიხარია, საკუთარი ფეისბუკი არ მაქვს ჯერ’’, - გვიყვება ანასტასია.
კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლიდან მუშაობდა ტასოს დედა სალომე, რომელიც გვიყვება, რომ თავიდან შვილების ეკრანზე მიჯაჭვულობას ვერ გაექცა, თუმცა შემდეგ ბავშვებს ციფრულ ხელსაწყოებზე წვდომა შეუზღუდა და სხვადასხვა აქტივობებით დააინტერესა.

,,პანდემიის დროს ძალიან ბევრი რამე ვცადეთ, იყო ეს ტილოზე ხატვა, ფაზლების აწყობა, შეფერადება, მოხატვა. აქამდე მივედით, მძივებით ძალიან დაინტერესდა, მძივები პირველად აჩუქა ნათლიამ დაბადების დღეზე. მერე უკვე ძალიან უნდოდა, რომ ახალ წელსაც თოვლის ბაბუას მოეტანა, თოვლის ბაბუამ გამოუგზავნა მძივები. გვეგონა, რომ დაინტერესება დიდი ხანი არ გაჰყვებოდა, მაგრამ აწყობს, ძალიან დაინტერესებულია, უყვარს როდესაც შეკვეთები აქვს, ძალიან დიდ მონდომებას დებს თვითონ. პანდემიის დროს, როცა დაკეტილი იყო მაღზიები, შემთხვევით ონლაინ აღმოვაჩინეთ ერთი გოგო, რომელიც ყიდდა მძივებს, ონლაინ რამდენჯერმე გამოვწერეთ, მერე შევხვდით, ახლა უკვე თვითონაც იცის სად იყიდება, როდესაც ახერხებს თვითონაც არჩევს და ყიდულობს, - ამბობს სალომე, რომელსაც 8 წლის ანასტასიასთან ერთად 10 წლის და 4 წლის ბიჭიც ჰყავს.
ანასტასიამ იცის, დღის განმავლობაში რისი გაკეთება შეიძლება და რის არა. ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ შაბათ-კვირას აქვს ნებადართული. მას შემდეგ, რაც გაკვეთილებს მოამზადებს, ხატავს, ძერწავს, ძმებთან ერთობა და დრო ხელსაქმისთვისაც რჩება.

,,ორშაბათიდან პარასკევიმდე გაკვეთილებს ვსწავლობ, შაბათ კვირას ტელეფონს გვაძლევენ დედიკო და მამიკო და ტელეფონით ვიღებ ტიკტოკისთვის ვიდეოებს’’, - გვეუბნება ანასტასია.

გვიყვება, რომ ამჯერად სოციალურ ქსელ პინტერესტზე ეძებს ვიდეოებს და სწავლობს ხელნაკეთობების დამზადების ტექნიკას. როცა ბევრი შეკვეთა აქვს, სამაჯურების აკინძვაში მშობლებიც ეხმარებიან.

,,თუ ნებას მრთავს ვეხმარები, ვფუთავთ ერთად. თუ არის შეკვეთა, ვიღაცას რომ მეორე დღეს უნდა უკვირს ხოლმე, ასე მალე რატომ უნდათო, წუხს, მე თან რომ ვმეცადინეობ, იმდენი დრო არ მაქვსო. სკოლა რომ იწყებოდა, ამბობდა, ახლა როდის მოვასწრებ გაკვეთილების მომზადებას, როდის მექნება დრო რომ მძივები ვაკეთოო, მაგრამ ჯერჯერობით ყოჩაღად ართმევს თავს’’, - გვეუბნება სალომე.

მას შემდეგ, რაც სკოლაში დაბრუნდა, საკუთარი ხელით გაკეთებული სამკაული მეგობრებსა და მასწავლებელსაც აჩუქა.

,,მასალების საყიდლად ისევ თავის ფულს ხარჯავს, ჩვენ არ გვთხოვს ხოლმე ახალი მძივების შეკვრა ვუყიდოთ. აქვს თავისი ფული მუდმივად და ახერხებს, რომ რაღაცები დაამატოს, თუ დააკლდა ფერები თავისი ბიუჯეტიდან ფარავს ხარჯებს’’, - ამბობს ანასტასიას დედა.

შეკვეთები ფეისბუკის მეშვეობით სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც მიიღო, 20-მდე სამაჯური აქვს ასაწყობი. 8 წლის ანასტასიას ახლა ბევრი საქმე და დიდი მიზნები აქვს:

,,ბინაში ვცხოვრობთ ჩემი ძმები, ბებია, ბაბუა დედა, მამა. მძივებს იმიტომ ვაკეთებ, რომ პატარა ძაღლი მინდა მყავდეს და კიდევ იმიტომ, რომ ფული შევაგროვო და სახლი ვიყიდო.“


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ძველ აბასთუმანში საბჭოთა ბელადების ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის ბიუსტები დგას.
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.