მულტიმედია
თვითდასაქმებული ახალგაზრდა რეაბილიტოლოგი აფხაზეთიდან (ფოტო/ვიდეო)
მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია ეხვაიამ გადაწყვიტა, თავისი სამუშაო სივრცე მთლიანად შეეცვალა. მისი პატარა სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის, კარანტინის პერიოდში, ფინანსურ პრობლემებთან გამკვლავება რთული აღმოჩნდა, თუმცა გამოსავალი მაინც იპოვა. ნათიამ გამაჯანსაღებელი ცენტრი ზუგდიდში, სახლის ეზოში მოაწყო.

,,იჯარით მქონდა აღებული ქალაქის ცენტრში ფართი, სადაც გახსნილი მქონდა გამაჯანსაღებელი ცენტრი. პანდემიის პერიოდში მოგვიწია ცენტრის დახურვა და სახლში, სადაც მქონდა ცალკე შენობა, გავალამაზეთ ეს ფართი და როცა მოიხსნა „ლოკდაუნი“ და მოგვეცა შესაძლებლობა, დავიწყეთ ახალ ფართში ახალ მისამართზე მუშაობა’’, - გვიყვება ნათია.


ნათიას მოწყობილ ოთახში ჯერ მხოლოდ რამდენიმე საჭირო ატრიბუტია: ფიტნეს სავარჯიშო ბურთი, სავარჯიშო სკამი, შვედური კედელი. მათ შორისაა ახალი თანამედროვე სამედიცინო აპარატი, რომელიც მისი თქმით, სხეულზე ცელულიტის დაშლას და წონის კლებას ეხმარება.

,,ეს აპარატურა პანდემიისას შევიძინეთ. ამ შეზღუდვების პერიოდში, ადამიანები ძალიან პასიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, წონის პრობლემამაც მეტი ადამიანი შეაწუხა. გამიჩნდა იდეა, რომ ახალი აპარატი შემეძინა, რომელიც დამეხმარებოდა და გამიადვილებდა მუშაობას. ახლა არის ზაფხულის პერიოდი, სახის ლიფტინგს არ ვაკეთებთ და მხოლოდ შემოვიფარგლებით სხეულის კორექციით, არის ძალიან ეფექტური და პირველივე პროცედურაზე შესამჩნევია შედეგი’’, - ამბობს ახალგაზრდა რეაბილიტოლოგი.

მისი სამუშაო დღე დილის 8 საათზე, ზოგჯერ კი უფრო ადრეც იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. დღეში ოცდაათამდე პაციენტს ემსახურება. მათგან ნაწილის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მასაჟზეა, ნაწილი - სარეაბილიტაციო ვარჯიშებზე. ამბობს, რომ ამგვარი დატვირთვისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა ახლანდელ მცირე ფართში, კოვიდის გამო, პაციენტებს ერთდროულად მაინც არ იღებს.

,,დღის სხვადასხვა მონაკვეთში ვიბარებ პაციენტებს, რომ ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდეთ მათ. უკვე მოდიან ჭარბწონიანებიც. ჭარბი წონა ძალიან მასობრივი გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრების რიტმი აბსოლუტურად შეიცვალა, მჯდომარე პოზიციაში როცა უწევთ მუშაობა, ეს არის ძალიან რთული და დამანგრეველი ჯანმრთელობისთვის. მოზარდებშიც გახშირდა ჭაბრწონიანობა და ხერხემლის პრობლემა’’, - გვიყვება ნათია.

ამბობს, რომ საქმეს დიდი მონდომებით აკეთებს, თუმცა აღიარებს, რომ ეს საქმე დიდ ფიზიკურ შრომასთან ერთად სერიოზულ ფინანსებსაც მოითხოვს.

,,ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტში მივიღე მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა და გამომიყვეს 2 000 ევრო. პროექტი გულისხმობს დევნილების ხელშეწყობას გარკვეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და რახან მე მჭირდება ინვენტარის განახლება, ეს თანხა ძალიან დამეხმარება. აბსოლუტურად ყველაფრის განახლება მომიწევს, უკვე შეძენილია ტექნიკა და დღე დღეზე ველოდები’’.

ნათია გვეუბნება, რომ სულ ახლის ძიებაშია და ბევრს სწავლობს, რადგან ძალიან უნდა, რომ თავისი პაციენტებისთვის კიდევ მეტი გააკეთოს.

სამომავლოდ, გაფართოებას და სხვების დასაქმებასაც გეგმავს. სურს შექმნას ცენტრი, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის მიღება შესაძლებელი იქნება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.