მულტიმედია
ხელოვნება, როგორც თერაპია - როგორ გადაატანინა ხატვამ ბაღის მასწავლებელს იზოლაციის პერიოდი (ფოტო/აუდიო)
,,როცა პირველად ჩავიკეტეთ, მარტის თვეში, ძალიან დათრგუნული ვიყავი, უეცრად ხატვა დავიწყე და ვფიქრობ, უარყოფითი ენერგია განვდევნე ახალი საქმის დაწყებით. ძალიან ვერთობოდი, მერე მომეწონა ეს პროცესი. დღეში ორი-სამი ნახატი შემეძლო დამეხატა. თუ არ ვხატავდი, ვაცხობდი. პირველი ნახატები ბავშვისას ჰგავს, მეცინება ხოლმე,’’ - გვიყვება დაწყებითი ბაღის პედაგოგი ლალი კობალავა.
მისი ცხოვრება პანდემიისას შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, როგორც თითქმის ყველა, ისიც სახლში გამოიკეტა. ლალიმ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის ფონზე შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმე იპოვა.

ხატვა მისთვის არავის უსწავლებია. პირველი ნახატი ,,ქოთანი და გვირილები’’ იყო, თუმცა ახლა უკვე, როცა ხელი გაივარჯიშა და ხატვის ტექნიკა დახვეწა, ფიქრობს, რომ მის პირველ ნახატში შეცდომებია და ეღიმება.

,,პირველი ნახატი იყო ქოთანი და გვირილები, სოციალურ ქსელში რომ დავდე ძალიან მოეწონათ, არადა იმდენი შეცდომაა ამ ნახატში, ახლა რომ ვუყურებ მეცინება, შემდეგ უფრო დავხვეწე, არც ვიცოდი რანაირად მეხატა აკრილით. მე პირდაპირ აკრილით დავიწყე ხატვა, წყალსაც კი არ ვურევდი, არ ვიცოდი ტექნიკურად ბევრი რამ, ’’- იხსენებს ლალი.გვიყვება რომ, ორი თვე ხატვის კურსებზეც იარა, პარალელურად, იუთუბზე სხვადასხვა ონლაინგაკვეთილს უყურებდა და გამოცდილებასა და ცოდნას ასე აგროვებდა.

,,ძალიან შრომატევადი საქმეა, შეიძლება, სამი, ოთხი, ხუთი და უფრო მეტი დღე დამჭირდეს ხატვისთვის, რომ დავხატავ, მერე რამდენიმე დღე ვუყურებ ჩემს ნახატს, გავივლი, გამოვივლი, ვაკვირდები და მერე უკვე ვიცი, სად რა უნდა ჩავამატო’’, - გვეუბნება ლალი.

როცა ფეისბუქზე ნამუშევრები გამოაქვეყნა, ბევრი მოწონება დაიმსახურა. მალე ერთ-ერთი ნახატი სოციალური ქსელისა და ონლაინაუქციონის მეშვეობით გაყიდა, რამდენიმე კი გააჩუქა. ლალი ძირითადად აკრილით ყვავილებს და პეიზაჯებს ხატავს. ამ დრომდე 50 - მდე ნახატი აქვს შექმნილი, მათგან კი 15 ნამუშევარი გაყიდულია.

მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და მხარდამჭერი მეუღლეა, რომელსაც ძალიან ენანება ამ ნამუშევრების გაყიდვა. ლალიც ფიქრობს, რომ რამდენიმე ნახატს თვითონაც ვერ გაიმეტებს გასასხვისებლად.

,,შემოსავლის წყაროდ არც კი მიფიქრია, უბრალოდ, თავისთავად გამოვიდა ასე. როგორც კი სოციალურ ქსელში ავტვირთე ნახატი, დამეკონტაქტა ერთი გოგო და შემომთავაზა, ხომ არ გაყიდდიო. ვიფიქრე, რატომაც არა, თუ მოსწონს ჩემი ნახატი. თანხა ძალიან მიზერული ვუთხარი, მაგრამ მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია მას მოეწონა“- იხსენებს თვითნასწავლი მხატვარი.ლალის ხატვა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც არ მიუტოვებია. ყოველთვის ცდილობს, სამსახურისა და საოჯახო საქმეების შემდეგ, დრო შემოქმედებისთვისაც გამონახოს.

არ გამორიცხავს, რომ მომავლში პერსონალური გამოფენაზეც იფიქროს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საქმე ჯერ კარგად უნდა ისწავლოს.

,, ვცდილობ დავიმახსოვრო ის ხალხი, ვინც ჩემი ნახატები შეიძინა. მინდა დავაგროვო ნამუშევრები. ჯერ არ ვიცი ხატვა ისე კარგად, რომ გამოფენა მოვაწყო, თუმცა ოდესმე შეიძლება“.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მერია ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
საქართველოს მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ნოემბერი 2023
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრი" მიიჩნევს, რომ "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს".
30 / ნოემბერი 2023
რუსთაველის, თამარ მეფის, კოსტავას ქუჩებისა და აღმაშენებლის გამზირის ნაწილი - ეს მცირე ნაწილია ზუგდიდის ქუჩების იმ ჩამონათვალისა, სადაც გარე განათების პრობლემაა.
30 / ნოემბერი 2023
ზუგდიდელი ნინი კვეკვესკირი, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება და უკვე ორი წელია კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სტუდენტია, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ევროპის ერთ - ერთ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა.{{AUDIO}}
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ნოემბერი 2023
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.