კაცი, რომელიც ხობის "კოლხეთით" ცხოვრობს - ფან-კლუბის დირიჟორი დათო ქაჯაია
15:55 / 10.04.2023
საფეხბურთო ისტორია ხობში 1936 წლიდან იღებს სათავეს. ზუსტად 87 წლის წინ დაარსდა საფეხბურთო კლუბი "კოლხეთი ხობი". დღემდე ამ პატარა გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა, სხვადასხვა დროს ხობის კოლხეთის ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ.
ხობელებისთვის ყველა საშინაო მატჩი, რომელსაც "კოლხეთი" პაატა თათარიშვილის სახელობის მოედანზე მართავს, უმნიშვნელოვანესია, მით უფრო მას შემდეგ, რაც გუნდი ეროვნულ ლიგა ორში გადავიდა. ახლა მაყურებელი ორმაგად ცდილობს ტრიბუნიდან ფეხბურთელები ენერგიით დამუხტოს, რადგან კლუბის წარმატებამ გულშემატკივარს კიდევ უფრო ძლიერი მოტივაცია მისცა.
მუხტს და გულშემატკივრის ემოციას კი მოთამაშეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული კავშირი კი ფეხბურთელებს მუდმივად მათთან მყოფ ფან-კლუბის წევრებთან აქვს. "San Mames"-ში კი ერთი ადამიანია, რომელიც ნებისმიერ მატჩზე, არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობენ, სახლში თუ სტუმრად სხვა ქალაქში, ქომაგებთან ერთად ტრიბუნაზე იქნება.
დათო ქაჯაია ხობის "კოლხეთის" ფანკლუბის "San Mames"-ის დირიჟორია. ის 90 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტს ხმაურობს, მოტივაციას აძლევს სხვა გულშემატკივრებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთელებს.
"ხობის "კოლხეთი" ნიშნავს სადილს, საუზმეს, ცხოვრებას, დღის წესრიგს, მისით ვცხოვრობ. "კოლხეთის" თამაშებს ახალ წელზე მეტად ველოდები. როცა ახლოვდება მატჩი, ყველაფერი მავიწყდება, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს დამოკიდებულება და ენერგია სხვებსაც გადავცე ფეხბურთელებს," - ამბობს ფანკლუბის დირიჟორი. 7 აპრილსაც მოუთმენლად ელოდა. ხობელებმა ამ დღეს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლეს. დათო ღელავს, რადგან მეტოქე ლიგის მეორეადგილოსანია, თუმცა ყველაფერი "კოლხეთის" სასარგებლოთ დასრულდა. ფეხბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. გულშემატკივარი მთელი 90 წუთის განმავლობაში მატჩის ბოლო წამებს ელოდა. გაისმა ფინალური სასტვენის ხმა და "კოლხეთის" ფეხბურთელები ტრიბუნებისკენ გამოიქცნენ. გამარჯვების პირველ წამებს და ემოციას მათ უზიარებენ, ვინც 90 წუთი თავს არ ზოგავს და მეტოქე გუნდს გამაყრუებელი ხმაურით აგრძნობინებს, რომ მოედანზე გასატარებელი 90 წუთი მარტივი არ იქნება. "ითიშები, წყდები რეალობას, როცა ხედავ, რომ ბიჭები შენკენ მოდიან. გამგელებული თვალებით გვიყურებენ, ფაქტობრივად, მათი თვალების გარდა ვერაფერს ხედავ და ემოციასაც ვეღარ გამოხატავ. ეს ის კავშირია, რასაც ერთობა ჰქვია" - უყვება დათო ქაჯაია რადიო "ათინათს". ხობის კოლხეთი 12 აპრილს ლიგა 2-ის პირველ ადგილოსანს საგარეჯოს "გარეჯს" სტუმრად დაუპირდაპირდება. ქომაგები უკვე ემზადებიან მათი გუნდის საგულშემატკივროდ. ფანკლუბის დირიჟორი გულშემატკივრებთან ერთად იქნება და საყვარელ გუნდს ხმაურით და შეძახილებით გაამხნევებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები