მულტიმედია
როგორ ხვდება ანაკლია ტურისტულ სეზონს (ფოტო, ვიდეო)

ანაკლია ტურისტული სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება, გამონაკლისი არც ეს ზაფხული იქნება. საოჯახო სასტუმროები მზად არიან სტუმრების მისაღებად.


სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასა და დამსვენებელთა რაოდენობის სიმცირესთან ერთად ადგილობრივებმა ყურადღება რუსი ტურისტების მომრავლებაზეც გაამახვილეს.
ჯერჯერობით, არ არის გახსნილი კვების ობიექტები. არ ფუნქციონირებს გასართობი სივრცეები. ანაკლიელების ნაწილი წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი.

,,დიდი ხანია,რაც ანაკლიას ტურისტები არ მიუღია. არც შარშან ყოფილა ბევრი ხალხი,შარშან წინაც იგივე სიტუაცია იყო.არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საინტერესო აქტივობები. ვფიქრობ,ეს პოლიტიკური ცვლილებებითაა განპირობებული. რუსების ქვეყანაში შემოსვლასთან ერთად ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება,თუმცა ამგვარი შემოდინება არც გვაწყობს.სანაპირო ზოლს რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ არის მოწესრიგებული და შემდგომში არ ვიცი",-აღნიშნა რადიო "ათინათთან" ანი გაბუნიამ.

"ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია წელს დამსვენებელთა მიღება. მთელი ანაკლია ელოდება ტურისტებს.სეზონისთვის მზადება უკვე შეიმჩნევა,საოჯახო სასტუმროები გაიხსნა,სანაპირო ზოლის დასუფთავებაც პერიოდულად მიმდინარეობს -ცვლილებები ამ ეტაპზეც არის შესამჩნევი", -ამბობს ადგილობრივი მეწარმე მაია სვანიძე.

როგორც ანაკლიელებმა აღნიშნეს, სანაპირო ზოლი, ჯერჯერობით, მოუწესრიგებელია, თუმცა, პერიოდულად მიმდინარეობს მისი დასუფთავება. პლაჟზე დაბინძურება რადიო ,,ათინათმაც" გადაიღო.

ადგილობრივი სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა მერაბ ჩხოლარიამ გვითხრა, რომ წელს ტურისტული სეზონისთვის მზადება ანაკლიაში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

,,რა თქმა უნდა,ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება,რადგან ეკონომიკის განვითარება ძირითადად დამოკიდებულია მათზე,საოჯახო სასტუმროები რომ მზადყოფნის რეჟიმში არიან,ამის თქმა შემიძლია როგორც საკუთარი,ასევე სხვა საოჯახო სასტუმროების მაგალითზე. ანაკლია თვის დასაწყისიდან აქტიურად ემზადება ტურისტების დასახვედრად, აწესრიგებენ სანაპირო ზოლს და ვიმედოვნებ,რომ წელს უფრო მეტი დამსვენებელი გვეყოლება.რამდენადაც ვიცი,აგვისტოში იგეგმება მუსიკალური ფესტივალი", - ამბობს ადგილობრივი. 

ანაკლიას უცხოელი ტურისტების გარდა დამსვენებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჰყავს. აქ აქტიური სეზონი ივნისის ბოლოდან დაიწყება, აგვისტოში კი, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ადგილობრივები ფესტივალის მოლოდინში არიან.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.