მულტიმედია
რა ღირს აუცილებელი სასკოლო ნივთები და რა ჯდება ბავშვის სკოლაში გაშვება (ფოტო)
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება და მშობელთა ნაწილმა მომზადება უკვე დაიწყო. სახელმძღვანელოებს ბავშვებს სკოლაში გადასცემენ, მაგრამ გარდა წიგნებისა, მშობლებს სხვა სასკოლო ნივთების ყიდვა უწევთ.
რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, თუ რა უჯდება საშუალოდ მშობელს შვილის სკოლაში გაშვება. როგორც სასკოლო ნივთების მაღაზიაში გვიყვებიან, წინა წლებთან შედარებით ნივთების ფასები არ მომატებულა და იგივე რჩება, სკოლის დაწყების წინ კი მოთხოვნა განსაკუთრებულად მზარდია.

საკანცელარიო მაღაზიაში გვითხრეს, რომ არჩევანი საკმაოდ ფართოა და აქვთ როგორც დაბალფასიანი, ასევე, მაღალფასიანი ჩანთები და ნივთები: რვეული, სახატავი რვეული, ფერადი ფურცლები, კალამი, საშლელი, სათლელი, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერი, სახაზავი, წებო, კორექტორი, საძერწი, მაკრატელი და პენალი. მათი ფასი ჯამში საშუალოდ 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.

გარდა სასკოლო ნივთებისა, მშობლებმა ახალი ტანისამოსის შეძენაზეც უნდა იზრუნონ. მათი თქმით, ბავშვის სკოლაში შეყვანა საშუალოდ 400-დან 500 ლარამდე ჯდება.

„სამი შვილის სკოლაში შეყვანა ჩემი გამოთვლით 600 ლარი დამიჯდება, თუმცა გააჩნია სად შევიძენთ ნივთებს“, - თქვა ჩვენმა რესპოდენტმა, რომელიც ნივთებს სასკოლოდ შვილებისთვის არჩევდა.

ჩანთების მინიმალური ფასი 35 ლარიდან იწყება. გამყიდველმა აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით ფასები ისევ სტაბილურია და არ გაზრდილა, მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ბიუჯეტურ ჩანთებზე.

„ჩემი შვილის სკოლაში გაშვების ხარჯები, დაახლოებით, 1000 ლარია, რაც ჩვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, დამეთანხმებით, საკმაოდ ძვირია“, - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.

რადიო „ათინათი“ გთავაზობთ ძირითადი სასკოლო ნივთების საშუალო ფასებს:

პენალი - 2-დან 75 ლარის ჩათვლით.
რვეული - 0.65-დან 1.15 ლარამდე.
სახატავი რვეული - 1.20 -დან - 4 ლარამდე.
ფერადი ფურცელი -7 ლარი.
საძერწი - 2-დან 10 ლარამდე.
საშლელი - 1.5-დან 5 ლარის ჩათვლით.
სახაზავი - 0.60 – 10 ლარის ჩათვლით.
სათლელი - 1-დან 4 ლარამდე.
კორექტორი - 1.5 ლარი.
მაკრატელი - 1.5-დან – 5 ლარამდე.
უბრალო ფანქარი - 0.20-დან 1.5 ლარის ჩათვლით.
ფერადი ფანქრები - 1.5 – 30 ლარი.
ფლომასტერი - 1.5 – 25 ლარი.





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2023
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ, სოხუმზე გავლენას არ მოახდენს.
26 / სექტემბერი 2023
მიმდინარე წლის აგვისტოში, სოციალური დანამატის პაკეტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 398 მესტიაში ცხოვრობს.
26 / სექტემბერი 2023
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ ცენტრალური ავტოსადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სხვა სადგურის გახსნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.