მულტიმედია
ხეთის მანდარინი - სავიზიტო ბარათი და შემოსავლის წყარო სამეგრელოს გზაზე (ფოტო/ვიდეო)
თუ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის ხობის მონაკვეთი გაგივლიათ, გზის ორივე მხარეს საგანგებოდ მოწყობილ დახლებზე ვედროებით მანდარინებს აუცილებლად შენიშნავდით. მანდარინი თუ გიყვართ, ხეთის მანდარინის შესახებაც გსმენიათ, ალბათ, რადგან, როგორც ამბობენ, საუკეთესოა. ამიტომაც ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ადგილობრივებს დილას საკუთარი სახლების წინ მანდარინი და მასთან ერთად სხვადასხვა ციტრუსი გამოაქვთ.

ქეთინო ესებუა სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს და დილის 11-დან საღამომდე მანდარინს ჰყიდის. წელს დიდი მოსავალი ვერ მიიღეს, ამიტომ თავადაც პლანტაციებიდან მოუწიათ შეძენამ.
"ეს ბაზარია, შვილო, ხან იყიდება, ხან არა, ხან კმაყოფილი ვარ, ხან უკმაყოფილო. 20 წელია, რაც ასე გზაზე ვდგავარ და ვყიდი მანდარინს. მანდარინის გარდა ფორთოხალს, ვაშინგტონს, ლიმონს. ვედრო მანდარინი ღირს 10 ლარი, ფორთოხალი 10 ლარი, გოგრის ზომას, წონას გააჩნია, მათი ფასი სხვადასხვაა. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, აქ ვინც ვდგავართ. უცხოელებიც აჩერებენ მანქანას, კმაყოფილებიც არიან, ისეთი კარგია ხეთის მანდარინი", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

იზოლდა ბარამიასთვისაც ხეთის მანდარინთან ერთად მაგისტრალზე ყოფნა ჩვეული ამბავია. ამბობს, რომ მგზავრებს მანდარინი იმდენად მოსწონთ, ხშირად ჩუქნის კიდეც. ამასთან ერთად, ციტრუსის გაყიდვა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროცაა.

"ასაკში რომ შევედი, მას მერე, მომისწრო შვილებმა, შვილიშვილებმა, ავადმყოფობაც გვაქვს ოჯახში. ზრდილობიანი ხალხი მოდის ჩემთან, წესიერად მეპყრობიან. მოსწონთ მანდარინი, შაქარი ხომ არ მიაყარე დეიდაო, მეუბნებიან. ფულსაც მჩუქნის ზოგიერთი, ზედმეტს ტოვებს, არიან კეთილი ადამიანებიც და ვართ ასე", - გვიყვება მანდარინის გამყიდველი.

ნათია ზარანდიამ საქმიანობა დედამთილისგან გადაიბარა. გვეუბნება, რომ მგზავრებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. ხშირად ჩერდებიან, ფოტოებს იღებენ და თან ხეთის მანდარინსაც აგემოვნებენ.

"ძირითადი მომხმარებლები არიან თბილისიდან ჩამოსული დამსვენებლები, ტურისტები, რომელთაც მოსწონთ და ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთადაც, ძალიან გემრიელი მანდარინია და უყვართ. უმეტესად ჩვენი ოჯახის მოსავალიც არის უმეტესად, მით უმეტეს, როცა უხვმოსავლიანობაა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, საერთოდ არ გაუჩერებია მანქანას, ხანდახან 5-6 მანქანა აჩერებს. სადღესასწაულო დღეებში უფრო მეტი მომხმარებელი მოდის. მოსწონთ ძალიან გემო და ცნობენ ხოლმე რომელი კუთხის მანდარინია ფორმითა და გემოთი. "ხეთის მანდარინია?" - ეს არის პირველი კითხვა, ჩვენც ვეუბნებით, რომ დიახ და რომ ძალიან გემრიელია", - ამბობს ნათია.

ასე გადის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე დრო ქალებისთვის, რომლებიც მაგისტრალის გასწვრივ სოფლებში ცხოვრობენ და ხეთის მანდარინის გემოს გამვლელ-გამომვლელს უზიარებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.