სარეკლამო მასალა
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს ®️
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვს წლიანი მანდატი აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგერთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიუჯანული ან სომხური წარმოშობის ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.