ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა ®️
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში -მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას დასმული საკითხები შეაჯამა: „დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.