ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა ®️
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა: „სახელმწიფო ენა, როგორც აუცილებელი წარმატების გზა ამ რეგიონისთვისა და ადამიანებისთვის კულტურასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან ერთად შენარჩუნებული უნდა იყოს. თუ ამ რეგიონში ადამიანებს უნდათ, განვითარების ძრავა გახდნენ, სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ, ასე გაიგებენ რა პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება თავიანთი რეგიონის განვითარება“.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.