არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი: ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ ®️
ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმათიანეთში მხარდამჭერებს.

"აქ ინახება საქართველოს კულტურა და ბუნება. ორივესთან ასოცირდება ვაჟა-ფშაველა, იგი ტყუილად არ დაბადებულა ამ რეგიონში და თავისი პოეზიაც ამის სიმბოლოა, კულტურასა და ბუნებას იცავს. პრეზიდენტის ვალდებულებაც არის დაიცვას ქვეყნის კულტურა და გაიტანოს ის მის ფარგლებს გარეთ. ზოგჯერ გვგონია რომ კულტურა, იდენტობა გარკვეული საფრთხის ქვეშ არის გლობალიზაციის წინაშე, ზოგჯერ გვგონია, თუ ჩავიკეტებით თავს დავიცავთ, მაგრამ პირიქით, საზღვრებს გარეთ უნდა გავიტანოთ ჩვენი კულტურა, რითაც მას ახალ დანიშნულებას შევძენთ. თუ რა გზით უნდა გავიტანოთ ეს მე ვიცი და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს, თუნდაც იუნესკოს მიერ დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობა. ბევრი კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ კულტურა, ფოლკლორი. ამ კუთხით ვახუშტი კოტეტიშვილი მახსენდება. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. საქართველოში პირველი ვიზიტისას სწორედ ვახუშტი კოტეტიშვილთან ვიყავი, საქართველოს სხვადასხვა მხარე მოვიარეთ. მაშინ პირველად ვეზიარე საქართველოს კულტურას, მანამდე ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. ძალიან დიდ ვალდებულებას ვგრძნობ საქართველოს კულტურის მიმართ და პრეზიდენტის რანგში ბევრის გაკეთება შეიძლება, არსებობს პრეზიდენტის ფონდი, რეგიონებიდანაც ბევრის გაკეთება შეიძლება, ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ", – მიმართა ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.