არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოების თანამედროვეობისკენ შეცვლისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალა ქალები იქნებიან ®️
სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოების თანამედროვეობისკენ შეცვლისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალა ქალები იქნებიან პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია.

აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ.

„ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს, ქვეყნის ყველა სხვა დარგში პრაქტიკულად ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მინდა, შემოვიტანოქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.