სარეკლამო მასალა
თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო (ფოტო/ვიდეო)®️
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონიდან დაიწყო. ასოციაციის ინფორმაციით, კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. ფერმერებს ორგანიზაცია თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას პირადად მიაწვდის, მათ ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს და რეკომენდაციას გაუწევს თხილის მოვლის ყველა ეტაპზე.

პროგრამა ადგილობრივებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააცნო.

,,15ჯგუფისგან შემდგარი 90 აგრონომ-კონსულტანტი ასოციაციის არის ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში, პროექტის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით, თუ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამ პროექტისაგან და ასევე ფერმერებს ადგილზევე შესაძლებლობა აქვთ შეავსონ განაცხადი, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. მთავარი არის ერთი რამ: იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი შედგი და მაღალი, ხარისხიანი მოსავალი, გვჭირდება შესაბამისი შესაწამლი აპარატები და პრეპარატებთან წვდომა’’, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

დღევანდელ პირველ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტში ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობები. ჯამურად სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონში 200-მდე შეხვედრა იგეგმება. მსურველ ფერმერთა რაოდენობა შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, განაცხადების შევსება დღეიდან დაიწყო.

ფერმერები ამბობებ, რომ პროგრამა მათთვის მნიშვნელოვანია და მასში აუცილებლად ჩაერთვებიან.

,,არ გვაქვს გამოცდილება და ამ შემოთავაზებით ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ, რათა მივიღოთ კარგი შედეგი’’, - ამბობს ფერმერი მურად ესართია.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია მეთხილე ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს შესაწამლ აპარატს დროებით სარგებლობის პერიოდში, ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.