სარეკლამო მასალა
ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით საგრანტო პროგრამა გამოცხადდა ®️
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: მეთევზეობასთან დაკავშირებულ საწარმოებს, საცხობებს, მაღაზიებს, კაფეებს, სილამაზის სალონებს, სათბურებს, სამკერვალოს, საკონდიტროებს, საოჯახო სასტუმროებს, ტურისტული ღირსშესანიშნაობის ადგილებს, კინოთეატრებს, ინტერნეტ-კაფეებს,მეფრინველეობის ფერმებს, ხილის გამოშრობის (ჩირის) საწარმოებს, საზაფხულო კაფეებს, მეცხოველეობის ფერმებს, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს, ავტოგასამართ სადგურებს, ავტოსამრეცხაოებს, ტურისტულ საქმიანობაში ჩართულ საწარმოებს და სხვა მიმართულების ბიზნესებსა და მეწარმეებს.



განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 აპრილი!

აპლიკანტებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ წერილობითი სახით ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .'; document.write( '' ); document.write( addy_text54455 ); document.write( '<\/a>' ); //--> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2019 წლის 25 მარტი.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
___________________________________________________________________________________________
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ACD) შესახებ: ADC-ი არის კონსორციუმი, რომელიც ქართულმა თიბისი ჯგუფმა და ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დააფუძნეს, საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვა, ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევაა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და აზიას შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC-ი მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
www.anakliadevelopment.com.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.usaid.gov/georgia.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 178 პირი გამოიკვლიეს.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 23 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.