რეგიონი
ჩხოროწყუში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა (ვიდეო) ®
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ჩხოროწყუში „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა. აღნიშნულ ცენტრში „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით. მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური აგრო-კონსულტანტები. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივ ფერმერებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.

ფერმერები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ფერმერთა მომსახურების ცენტრის“ გახსნა, რადგან აქ მათ შესაძლებლობა ექნებათ მაღალი ხარისხის პრეპარატები განვადებით შეიძინონ.
„ძალიან გვიხარია, რომ ასეთ დახმარებას გვიწევენ. კარგი მოსავალი, რომ მივიღოთ თხილი უნდა შეიწამლოს სამი-ოთხჯერ მაინც. გლეხი ხალხი ვართ ჩვენ, ძალიან გვიჭირს და ამ პრეპარატებს შეღავათიანად რომ გვაძლევენ ძალიან კარგია“, - თქვა ფერმერმა ავტო წულაიამ.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, მეთხილეებს იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ორგანიზაცია განახორციელებს. მისი თქმით, თხილის გადარჩენის პროგრამაში ათასობით ფერმერი აქტიურად არის ჩართული.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია 200-ზე მეტი ფერმერთა ჯგუფი. იმისთვის, რომ თხილის ინდუსტრია გადარჩეს საჭიროა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი აგრო-კონსულტანტები ადგილობრივ მეთხილეებს ჩაუტარებენ ტრენინგებს. ასევე შესაძლებელია ადგილზე განვახორციელოთ მონიტორინგი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წამლობის ეტაპების დაცვა, ასევე აპარატები, რის დარიგებასაც ჩვენ დავიწყებთ ჯგუფებში. აუცილებელია ხარისხიანი პესტიციდები, რომლის შეძენაც მათ ჩვენს ცენტრებში შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს „აგრიჯორჯია“-ს მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს იმ აგრო-კონსულტანტებმა, რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში. თითოეული მათგანი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს და წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ფერმერების თხოვნით გასულ წელს ზუგდიდში შექმნა პირველი „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“, რომლის მომსახურებითაც სეზონზე 6000-მდე ფერმერმა ისარგებლა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, 1 მცირეწლოვანს სასმენი აპარატის შეძენა 15 000 ლარით დაუფინანსა. აღნიშნული პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიას წელს დაემატა.
კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 185 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 255 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან რეგიონში არსებული ცხელების კლინიკების პაციენტები, მედპერსონალი,
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 35 °C
img
სოხუმი 31 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.