რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნების დღეს გვექნება უბნებზე ვიდეოჩაწერების საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია ®️
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას დესტრუქციულად აფასებს. ,,ის, რაც დღეს მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითოეულმა თქვენგანმა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას. დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში“ ,- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანი მიმართავს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს.

,,სამართალდამცველები მზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წარმოაჩინოს“,-აღნიშნა შტაბის უფროსმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად ემზადება საარჩევნო დღისთვის. ასევე, უბნებზე იქნება ვიდეო ჩაწერები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის პროვოკაცია.

,,ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო დღისთვის. გვაქვს ყველა წინასწარი მონაცემი, რომ გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, ვისგანაც გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბნებზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე, გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ბრიფინგზე ჩიქოვანმა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სამეგრელოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 058 პირი,
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.