საზოგადოება
მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად ®️

უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.


ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.

ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.

თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.

თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.