დაფინანსებული
ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. „ცენტრალური სუპერმარკეტის მუშაობის პროცესს ადგილზე გავეცანით. ნაკადების გადაადგილება და მოქალაქეების შეშვება აღნიშნულ ობიექტზე მკაცრად კონტროლდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის სამუშაოები. ძალიან დიდი შრომა გასწიეს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურებმა, მოწესრიგდა პერიმეტრი. შემდგომ მოხდება დეზინფექცია, შევა სურსათის უვნებლობის სააგენტო, გაუწევენ რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდგომ, განიხილება საკითხი, დანარჩენი ტერიტორიის გახსნასთან დაკავშირებით“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

12 აპრილს, ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილმა ფუნქციონირება განაახლა. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები.

მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან. ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად კონტროლდება ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

დისტანციის დაცვასა და მოქალაქეების გადაადგილებას, მოხალისეთა ჯგუფი აკონტროლებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.