დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად გაეცნო.
სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება, 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით აღჭურვილი.
![](/images/temp/2020/05/17/c0669802dc1d863621b6891a90aa455a.jpg)
პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს.
სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები