სარეკლამო მასალა
დაგვიანდა ან გადაიდო ფრენა? სამეგრელოდან წასულ მგზავრებს 600 ევრომდე კომპენსაციის მოპოვებაში flyhelp-ი დაეხმარება
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა, შეგიძლიათ თქვენი ხარვეზული მოგზაურობა თავისუფლად აქციოთ ფულად კომპენსაციად - 250 ევროდან 600 ევროს ოდენობით. ამაში მოგზაურებს სააგენტო flyhelp ეხმარება, რომელიც სამი წელია უკვე საქართველოში მგზავრთა უფლებებს იცავს.

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა. მიუხედავად, იმისა რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნამ ფრენა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ბიუჯეტური, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის კი, ამავდროულად, გეოგრაფიულადაც მოსახერხებელი გახადა, ყოველდღიური გადაადგილება ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ სირთულეებთან არის დაკავშირებული და დროის დიდ რესურსს მოითხოვს. როგორც წესი, იურიდიული მომსახურება კომპანიაში (ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე) ადგილზე მისვლასთან, დოკუმენტების შეგროვებასთან და სხვა პროცედურებთან არის დაკავშირებული. თუმცა ამ შემთხვევაში პროცედურა, რომელიც კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად უნდა გაიაროთ, მარტივია და განსაკუთრებით მოსახერხებელი, სწორედ, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის არის, რადგან კომპანია მომხმარებლებს მომსახურებას ონლაინ სთავაზობს. როგორც flyhelp- ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, სააგენტოს აქტიურად მიმართავენ დაზარალებული მოგზაურები, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდანაც.

სააგენტოს შექმნის იდეა ვახტანგ ფარცხალაძეს და მის მეგობარს პირადი, არასასიამოვნო გამოცდილების მიღების შემდეგ გაუჩნდათ - ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როცა ვახტანგ ფარცხალაძეს ერთ-ერთ ავია ხაზზე ბარგი დაუზიანეს.

„ავია კომპანიისგან კომპენსაციაზე უარი მივიღე. იმდენად ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი იყო ნივთი, რომელიც დაზიანდა, რომ უარის შემდეგ მოქმედ რეგულაციებში გარკვევა დავიწყე. შემდეგ ხელახლა შევადგინე სარჩელი და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად გამყარებული არ არის, ავიახაზები ბლოკავენ და არ აკმაყოფილებენ,“- გვიყვება ვახტანგ ფარცხალაძე.

ვახტანგ ფარცხალაძე ახლა თავის მეგობარ მიხეილ ჭანტურიასთან ერთად flyhelp-ის დამფუძნებელია. მეგობრებს იურიდიული განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული.
”ვნახეთ, რომ ეს მიმართულება მუშაობდა და შესაძლებელი იყო ეს სერვისი გაგვეცნო ქართველი მომხმარებლისთვის, რათა მათაც ესარგებლათ ევროპული კანონმდებლობით. გვინდოდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ყველას გვცოდნოდა ჩვენი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს სერვისი და საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ,“- ამბობს მიხეილ ჭანტურია.

ამ დროისთვის კომპანიამ მომსახურება 5 000 მგზავრს გაუწია და 3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გასცა.

„იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები კომპენსაციას იღებენ, ყველაზე ხშირია რეისის დაგვიანება და გაუქმება, შემდეგ მოდის ხომალდზე არდაშვება და ბარგი. რაც შეეხება საინტერესო ქეისებს, მახსენდება შემთხვევა, როცა თურქეთის ავია ხაზით ოჯახი (5 პირი) მგზავრობდა და რეისმა დაიგვიანა. სამ პირს ავია ხაზმა კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, დანარჩენ ორს კი უარი ეთქვა. ჩვენ სამოქალაქო სასამართლოს მივმართეთ და გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის არის ის, რომ მთელი პროცესის დელეგირებას აკეთებს ჩვენზე და დროის და რესურსის ხარჯვა თვითონ არ უწევს. რიგით მოქალაქეს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, საკმაოდ გაუძნელდება, რომ გაუძღვეს მთელ ამ პროცესს. ჩვენ დაზარალებულ მგზავრს სრულ სერვისს ვაწვდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკავებთ საკომისიოს, როცა წარმატებას ვაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის,“- ამბობს ვახტანგ ფარცხალაძე.

Flyhelp ევროპული დავების 5 ყველაზე მსხვილ სააგენტოსთან ერთად ევროპის დავების სააგენტოების გაერთიანებაშიცაა გაწევრიანებული. ამ პლატფორმის საშუალებით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი იყვნენ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რომელიც ავიამგზავრების უფლებებს ეხება და ევროპარლამენტში ან ევროკომისიაში განიხილება.

ავიამგზავრების უფლებების დაცვას ევრორეგულაცია ავალდებულებას. ასევე, გამოცემულია ევროკომისიის მიერ დირექტივები, რომელიც ადგენს, რომ 250 -დან 600-მდე ევროს ოდენობით კომპენსაცია ეკუთვნის მგზავრს, რომლის რეისი გაუქმდება ან დანიშნულების ადგილას 3 საათზე მეტის დაგვიანებით ჩავა, ასევე, მგზავრს, რომელიც ბორტზე არ დაიშვება.

„საქართველომ ეს ევრო რეგულაცია მიიღო, მაგრამ არ შეგვიტანია მასში ცვლილებები, რომელიც რეისის დაგვიანებას ეხება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხელ- ფეხს გვიკრავს, რადგან დაგვიანებაზე კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებლია იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მოფრინავს ევროკავშირის ქვეყნიდან, ნებისმიერი მესამე ქვეყნის მიმართულებით ან პირიქით, მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, მხოლოდ ევროპული ავია ხაზით. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,“-ამბობს მიხეილ ჭანტურია.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, როგორც ჭანტურია ამბობს, წარმატების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. „დაახლოებით 10 - დან 9 საქმეს ვიგებთ, ამიტომ მგზავრების უმეტესობა ვინც მოგვმართავს, კმაყოფილია მომსახურებით,“- ამბობს ჭანტურია.

კომპანია წარმატებით ემსახურება მგზავრებს პანდემიის პერიოდშიც. ამ პერიოდში ძირითადად, flyhepl-ს გაუქმებული ბილეთების ღირებულების უკან დაბრუნების უზრუნველყოფისთვის მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, ლიდერები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არიან. კანონის მიხედვით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ თანხა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

„ავიაკომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ მგზავრს დაუბრუნონ ბილეთში გადახდილი თანხა ან შესთავაზონ ალტერნატიული ფრენა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით იკვეთება, არის ის, რომ ავიახაზები ცდილობენ, თანხა არ დაუბრუნონ მგზავრს და ისეთ დროს შესთავაზონ ალტერნატიული მარშრუტი, როცა მგზავრს ეს არ აწყობს. ჩვენ გვესმის, რომ განსაკუთრებული ვითარებაა ავიახაზებისთვის და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს მოხდეს მგზავრთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე,“- აღნიშნა ვახტანგ ფარცხალაძე.

იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე, რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.

დაგვიკავშირდით: 599240008 ნათია ბედენაშვილი, მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი.

დეტალური ინფორმაციის, კომპენსაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის გვერდს: Fly Help - კომპენსაცია ფრენებზე


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სამეგრელოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 058 პირი,
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.