სარეკლამო მასალა
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტის მნიშვნელობასა და პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მისი მოადგილე, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. გამოყოფილი თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორცილედება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს 25 პროექტი განხორციელდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.