დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი: გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გაეროს ანსამბლეაზე მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი წერს, მას 2008 წელს პირადად აქვს მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობა.

,,გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველოსთან ერთად ამ ინიცირების ავტორი 54 ქვეყანაა. ამაყი ვარ, რომ 2008 წელს, პირადად მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოებს, რომელმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ამით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და მთლიანად ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ჩვენ ყოველდღიურად, მშვიდობით და შრომით მივიწევთ წინ და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით საბოლოო მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.