სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია აბაშაში აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ალექსანდრე მოწერელია აბაშაში რამდენიმე უბნის, სოფელ კვათანის და რუსთაველის ქუჩაზე, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა, საკუთარი ხედვები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
„მე გუბერნატორობის პერიოდიდან მქონდა მათთან უშუალო კომუნიკაცია.აქაც არაერთი კარგი საქმე გაკეთდა: ნინოშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა, ამასთან ერთად მილ-ხიდებიც გამოიცვალა,აქვე, ყველა მიმართულებით დამონტაჟდა გარე განათება, კვათანის სკოლაში სველი წერტილები ეწყობა. მალე დაიწყება ცანავას ქუჩის მოასფალტების სამუშაოები“- აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს, ასევე აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია , რომ N2 საბავშვო ბაღში და ყოფილ ტექნიკუმში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აფაზეთიდან დევნილ თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ჭერი ჰქონდეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.