სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარების ხედვა გააცნო. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე მოხდა პირველად ქვეყნის ისტორიაში.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწია ამ ადამიანებს.

,,აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს შშმ პირებისთვის. შშმ პირები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.


მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა შშმ პირების მიმართ. ამის დასტური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოა, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს”-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.