დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს შეხვედრა სოფელ კახათში გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახათის სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ სკოლის ბავშვები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც მასწავლებლების და სკოლის დირექტორის დამსახურებაა.
"სოფელი გაზიფიცირებულია, სკოლაში მოწესრიგებულია სველი წერტილები. გასულ წელს კახათში ახალი ამბულატორია ავაშენეთ, რითიც მოქალაქეებს წლების პრობლემა მოუგვარდათ. გვაქვს შიდა გზების საჭიროება, თუმცა ამაზეც ვმუშაობთ. საგუგუჩიოს გზის საკითხი გადაწყვეტილია და წელსვე ვიწყებთ“, -აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.