სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია: "პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი ქვეყანა, ამიტომაც მათი მისია საზოგადოების წინაშე დიდია"
აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშელ პედაგოგებს შეხვდა და გაწეული მუშაობის გამო მათ მადლობა გადაუხადა.

"განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს სწორედ მასწავლებლების ცოდნით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით დავძლევთ. მათ სრულიად მოულოდნელად მოუწიათ ახალ პლატფორმაზე გადასვლა, დისტანციურ რეჟიმში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.

პედაგოგებმა შეძლეს, სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინათ, არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა განათლების მიღების გარეშე. პედაგოგები ზრდიან  თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი ქვეყანა, ამიტომაც მათი მისია დიდია საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ განათლება ხელისუფლების პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ექცევა  როგორც მოსწავლეებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას, ასევე მასწავლებლის პროფესიის ღირსეულად დაფასებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.