სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მყოფ პირველკურსელებს შეხვდა.
"მისასალმებელია, რომ ამ  მუნიციპალიტეტიდან წელს ჩარიცხულ 146-ზე მეტ სტუდენტს შორის 30-მდე ახალგაზრდა ისწავლის სახელმწიფო დაფინანსებით. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, გვერდში დავდგომოდით მათ ოჯახებს. ჩვენი გუნდის  მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ ჩართვას", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა  მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე, ტურისტულ პოტენციალზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.