სარეკლამო მასალა
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ.

ჩხოროწყუს მერის თქმით, ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი მეტ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს ველით, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.“ - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ.

სამუშაოები გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ტარდება, სავალი ნაწილის სიგანე 6.5 მეტრია. პროექტის მიხედვით იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ტობავარჩხილის ტბა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს, გამოირჩევა სუფთა წყლით და ლამაზი ლანდშაფტით.

ტბა შემოფარგლულია კლდოვანი ნაპირებით და გარშემორტყმულია ალპური საძოვრებით, უნიკალურ სანახაობას ქმნის ტბის სიახლოვეს არსებული მყინვარები. გზად მთიანი სამეგრელოს ულამაზესი ადგილები, ტყეები, ველური ბუნება, ალპური ზონა, მდინარეები და ჩანჩქერებია. ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.