სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია 8 წლის წინ ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა.

"2012 წლის 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის. 8 წლის წინ, ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქის მიმართ.

ყველა ის რეფორმა, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ სასამართლოს, ჯანდაცვის, განათლების სისტემაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ქართველი ხალხის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო დინამიკურად ვითარდება, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, იგება კეთილმოწყობილი გზები ქალაქებსა და სოფლებში, ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს გადიოდა გზა, აქტიურად ხდება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება.

დემოკრატიის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში მიღწეული წარმატებების შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზნები ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეგიონების გაძლიერებაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება” ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"- აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.