სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

,,ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს იგრძნობა ყველაზე უკეთ ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რაც დიდ სტიმულს აჩენს ჩემში. მათი მოსაზრებებისა და იდეების მოსმენა მეხმარება ზუსტად განვსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ჩემი სამომავლო გეგმა და რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება ჩემი შემდგომი მუშაობისას. საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია - ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა ჩავერთოთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ყველა ხედავს, რა კეთდება ზუგდიდში, ერთობლივი ძალებით ჩვენ ეს საერთო საქმე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ზუგდიდი უნდა ვაქციოთ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტად. ჩემთვის პარლამენტარობა სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქიდან ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელისთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მომეცემა“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.