სარეკლამო მასალა
ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გამართეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს და სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და ასოციაცია ,,ბილიკის“ დირექტორი ხათუნა მიქავა.

,,აღსანიშნავია, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ფერმერთა მხარდაჭერა და ამის შესახებ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მიტანა ქმნის ეფექტიან საშუალებას, გავაძლიეროთ ჩვენი ფერმერები, რათა შექმნან კიდევ მეტი ეკონომიკური სარგებელი და დოვლათი როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისათვის“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

UNDP-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ აგროტურიზმის საკითხებზე ფერმერი ქალებისთვის ჩატარდება ტრენინგი, რომელსაც გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გასცემენ კონსულტაციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ტრენინგი ფერმერ ქალებს შესძენს მეტ ცოდნასა და უნარებს საგრანტო კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.