ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ტესტირების მსურველთა რიგები - გეგმავს თუ არა სოხუმი რუსული ვაქცინის შესყიდვას
აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნას რუსული მხარე განიხილავს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისინი დაახლოებით 15 - 20 ათასი დოზა ვაქცინის შესყიდვას გეგმავენ. აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის წარმომადგენლის, დეპუტატის და ექიმის, ალხას ჯინჯოლიას თქმით, რუსეთში ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, თუ გამოჩნდება ვაქცინა, დაწვრილებითი ინსტრუქციით და ისტორიით, პირადად ის, მზადაა გაიკეთოს. 

"გაიხსენეთ, ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში გადიოდა რეპორტაჟები, რომ ჩვენ დავარეგისტრირეთ ვაქცინა, მზად ვართ გამოვცადოთ ის და უკვე აგვისტო - სექტემბერში დავიწყოთ მისი წარმოება. შემდეგ ვადა გადავწიეთ სექტემბერ - ოქტომბრამდე, შემდეგ, ოქტომბერ - ნოემბრამდე. ახლა უკვე თებერვლამდე გადავადდება. როგორც ჩანს კვლევები მიმდინარეობს. მსოფლიო სამეცნიერო  ცენტრების და სხვა ქვეყნების ზეწოლის ქვეშ ისინი არასოდეს მისცემენ თავს უფლებას, ნედლი პროდუქტი გაიტანონ ბაზარზე. შეადარეთ შესაძლო ვაქცინაცია და გუდაუთის კოვიდ - ჰოსპიტალის შევსების სისწრაფე. მოსახლეობის დაინფიცირების სიჩქარეც არ გვახარებს და სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს რაიმე საშუალება. ამ საფრთხის ფონზე, დიდი არჩევანიც არ გვაქვს", - ამბობს ალხას ჯინჯოლია.

ამასთან ერთად, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების მსურველთა რაოდენობა დღითი - დღე იზრდება, თუმცა, ტესტები რესპუბლიკაში, ძირითადად, საეჭვო სიმპტომების მქონე პირთათვის, ან ინფიცირებულთა კონტაქტებზე არის გათვლილი. გარდა ამისა, მოქალაქეებს, საკუთარი სურვილითაც შეუძლიათ სკრინინგის ჩატარება რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, აქაც ლიმიტია დაწესებული - 20 ტესტი დღეში. მედიკოსები ვერ აუდიან რიგებს და ვერც აწესრიგებენ ნაკადს. ტესტირების მსურველები, თავად ცდილობენ სიების შედგენას, თუმცა, რიგის ნომრის მიუხედავად, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ტესტის გარეშე რჩებიან. 

ტესტირების რიგში:

- "20 ადამიანიც ვერ შევიდა ამ სიით. მე 6 საათზე მოვედი, ხალხი 4 საათიდან დგას, მე 25-ე ვარ, ეს ბიჭი 26-ე, აი, ახალგაზრდა დგას, მე-17 იყო, თუმცა ტესტები აღარ არისო უკვე, გამოდის, რომ, ჩვენ რიგის ნომრით ვერ მოვხვდით და სხვებმა კი მოახერხეს ურიგოდ". 

- "მე, გუშინ დილას მოვედი, რიგი დავიკავე, ჩავეწერე სიაში, ჩემი მეზობელი ქალიც ჩავწერე, სახელი, გვარი, მე-13 ვიყავი რიგში, მოვედი, და ის რვეული, რომელშიც სია იყო, ბუჩქებში ეგდო. როგორც ჩანს, ჩვენს მერე ახალი სია შეადგინეს...".

საავადმყოფოს მთავარი ექიმის მადინა ბუტბას თქმით, ტესტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულება კი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მისი თქმით, ეს ლიმიტი ჯანდაცვამ დააწესა, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ საეჭვო სიმპტომები, არ უნდა იდგნენ რიგში ტესტებზე, რადგან ისინი ამით მხოლოდ ზრდიან ინფიცირების რისკს. მადინა ბუტბას თქმით, მორიგეობენ მობილური ბრიგადები, რომლებიც მიდიან იმ მოქალაქეებთან, რომლებიც შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში ცხელ ხაზზე რეკავენ, თუმცა მან აღნიშნა, რომ ამ ბრიგადების შესაძლებლობებიც შეზღუდულია. 

"ისინიც ვერ ასწრებენ, მინდა რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდოს ამას, ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა, ტესტების რაოდენობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ახლა უნდა მივიღოთ კიდევ ტესტები, ასე რომ, 20-ის ნაცვლად, 50 ტესტირების ჩატარება შევძლებთ", - ამბობს ბუტბა. 

აღებული ტესტები აფხაზეთის სანიტარული სამსახურის ლაბორატორიაში მიაქვთ. გასულ კვირაში სეს-ის სტაფის 11 სპეციალისტით გაზრდის მიუხედავად, ლაბორატორია სამუშაოს ვერ აუდის. არაოფიციალური ინფორმაციით, ბიოლოგიური მასალის დიდი ნაკადის გამო, მაცივრებში ათასზე მეტი დაუმუშავებელი ნიმუშია დაგროვილი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსი 65 ადამიანს გამოუვლინდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1590 პირი დაინფიცირდა Covid19 - ით, 12 პაციენტი გარდაიცვალა, 590 - გამოჯანმრთელდა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.