სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის და ზუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. „დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორ განსაკუთრებულად ლამაზ სოფელში, მუხურსა და ზუმში ვიმყოფებოდი. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვიმსჯელეთ სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სოფლებში შეძლო წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება: ზუმიდან სოფელ მიქავას მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.მუხურში, ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით მიმდინარეობს 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს პროექტი ტურიზმის განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, სოფლის ცენტრსა და ქოყოს უბანში, მიმდინარეობს, მაღალი კლასის ევროპული სტილის სასტუმროების მშენებლობა. რეაბილიტირდა სოფელში არსებული 2 საბავშვო ბაღი.

გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ საჭიროებების ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად დაძლევის. სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.