სარეკლამო მასალა
ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება. სადეზინფექციო საშუალებებით დამუშვების პროცესს დღეს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

“მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სისტემატურად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. ვაგრძელებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციას. მნიშვნელოვანია, მგზავრობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს და ასეთ სამუშაოებთან ერთად ჩვენი ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. წესების დაცვით, პირბადის ტარებით, სოციალური დისტანციის დაცვითთ, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. კოვიდ 19-ს ერთად დგომით უნდა გავუმკლავდეთ“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 15 ახალი ავტობუსი ჰყავს, წლის ბოლოსთვის კი ავტოპარკი 25 ახალი ავტობუსით განახლდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.