სარეკლამო მასალა
სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში "ლაშაობა" ჩატარდა
ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართა "ლაშაობა". ღონისძიებაზე შედგა ლაშა გახარიას ლექსების ახალი ერთტომეულის - "პოეტი მაინც ერთი ლექსია" პრეზენტაცია. ერთტომეული პუბლიცისტ ზაურ ნაჭყებიას რედაქტორობითა და მუხურელი ახალგაზრდის, ელენე ახალაიას იდეითა და დაფინანსებით, ასევე პოეტის მეუღლის, როზა ბერიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით გამოიცა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები. ანსამბლმა "ნაცხა" წარმოადგინა ქორეოგრაფიული ნომრები.

"ლაშაობა" სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება. ღონისძიება წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მოკრძალებულად ჩატარდა."ლაშაობას" მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის წევრი, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

პოეტი ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში, ის ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ისე მეგრულ ენაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული "მუზის პაუზა". უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.