სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
აქტიურად გრძელდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია გაეცნენ. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყობა გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები. პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე ადგილებისა და გადასახედების მოწყობასაც. ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი, ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი ამ ტურისტული ობიექტით მეტი ქართველი თუ უცხოელ ვიზიტორი დაინტერესდება. ასევე, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.