სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა ქართული ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშანაოს და კვარაცხელიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

"ქალაქ წალენჯიხაში საშანაოს და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას შევხვდი, ხალხის განწყობა დადებითია, რადგან ხედავენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც საქართველო ახალ სივრცეში შეჰყავს.

ქალაქში გამართული შეხვედრების შემდეგ, ულამაზესი ჯგალისა და ნაკიფუს მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტებთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა ქართული ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია და ბოლო წლებში სულ უფრო მეტი რესურსი მიემართება სოფლის გასაძლიერებლად.

ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული. ეს ამ სოფლების მაგალითზეც კარგად ჩანს. ჯგალში ვაშენებთ საბაზისო სკოლას, რომელიც მომავალ წელს დასრულდება,სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი.

ნაკიფუში ცენტრალურ გზას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, ავაშენეთ ახალი საექიმო ამბულატორია, აგრეთვე ლეჟაში მიმდინარეობს 60 ბავშვზე გათვლილი საბაზისო სკოლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.