სარეკლამო მასალა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
13 ოქტომბერი ქართველი დისიდენტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერაბ კოსტავას ქანდაკების ავტორ დემურ ანთიასთან ერთად გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის ბიუსტი, რომელიც მას 2017 წლის 26 მაისს, დაბადების დღეს, დედულეთში, სოფელ ახუთში მის სახელობის სკვერთან ერთად გაუხსნეს.

"დღეს მოვედით საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სკვერში, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად მთელი ცხოვრება იბრძოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად, რამაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ის არის ეროვნულობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის სიმბოლო. საქართველოს ისტორიამ მისი სახელი უკვდავყო. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.