ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის 2 ათასზე მეტი შემთხვევა აფხაზეთში და ტესტირებასთან დაკავშირებული სირთულეები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, Covid 19-ით გამოწვეული გართულებებისგან მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი ტესტირების გავლას ვერ ახერხებს. სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან რიგები დგას.

"მე 6 საათზე მოვედი, მანამდე, ხალხი 4 საათიდან იდგა. 25- ე ვარ რიგში. ბევრი მოხვდა ურიგოდ, ასე გამოდის", - ამბობს ქალი, რომელმაც ტესტირება ვერ გაიარა. სულიკოს კორონავირუსის ყველა სიმპტომი აქვს. გასულ კვირაში მას ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა ანალიზების პასუხი უარყოფითი იყო. ახლა ხანდაზმული მამაკაცი განმეორებითი ტესტირების ჩასატარებლად მოვიდა, თუმცა, რიგში ვერ მოხვდა. "მე გუშინ შუადღეს ჩავეწერე, მე- 17 ვიყავი რიგში, ჩემი მეზობელიც ჩავწერე...დღეს მოვედი და უკვე ვეღარ მოვხვდი ჩემი რიგის ნომრით... აქ რაღაც წესრიგია დასამყარებელი, საშინელი შენობაა, აი ასეთ პატარა ოთახში PCR ტესტსაც აბარებენ და სისხლსაც. ძალიან პატარა სივრცეა, ერთმანეთს ხელს უშლიან, ავადმყოფებს კი არ შეუძლიათ დიდხანს ლოდინი და სადღაც ჯდომა, მოკლედ, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - ამბობს ის.

ექიმები ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობის გამო, მოქალაქეებს განმეორებითი ტესტირების გავლას ურჩევენ, თუმცა, მთავარი ექიმის მადინა ბუთბას თქმით, PCR ტესტების რაოდენობა შეზღუდულია. "ისინი, ვინც უშუალო კონტაქტში იყვნენ კოვიდ ავადმყოფებთან და აქვთ სიმპტომები, არ უნდა გადიოდნენ სახლიდან და სხვადასხვა სივრცეებში არ უნდა გადაადგილდებოდნენ. არის ტელეფონი 03 – 03, უნდა დარეკონ, მათ ყველაფერს აუხსნიან. ისინი, ვინც კონტაქტები არიან ინფიცირებულების, მაგრამ სიმპტომები არ აქვთ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. ისინიც არ უნდა გადაადგილდებოდნენ, იმ პირებისთვის, ვინც არ ყოფილან კონტაქტში ინფიცირებულთან და არც სიმპტომატიკა აქვთ, ტესტირების ჩატარების აუცილებლობა არ დგას", - განმარტავს ბუთბა.

ქალაქში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სპეცილიზირებული მობილური ლაბორატორია, რომელიც ადგილზე მიდის ნაცხის ასაღებად, თუმცა მოქალაქეებს დიდხანს უწევთ მისი ლოდინი. მადინა ბუთბას თქმით, მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს ამას, რადგან ერთი ბრიგადა ვერ ახერხებს ყველა გამოძახებაზე მისვლა და სხვა რესურსი ჯერჯერობით არ გააჩნიათ. 9 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა 2170 ადამიანი, გარდაცვლილია 21 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია - 814.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 33 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.